ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხა. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.