პირველი შემთხვევიდან დღემდე სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაინფიცირებულებს, მათი რიცხვი 996-ს შეადგენს.
,,ინფიცირებულთა რიცხვმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ათასს მიაღწია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეპიდსიტუაცია გართულებულია. ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე ონლაინკლინიკის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, სამოცამდე პაციენტი კლინიკებში და კოვიდსასტუმროებში გადიან მკურნალობის კურსს. თვითიზოლაციაშია 633 პირი”, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” კომენტარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.