საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიძე კორონა ვირუსით გარდაიცვალა.
“65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გელა ჯანელიძე. სამწუხაროდ, იგი კორონა ვირუსმა იმსხვერპლა,” _ ნათქვამია განცხადებაში.