სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია გართულებულია. ამის შესახებ ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ განუცხადა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 1085 დადასტურებული შემთხვევაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 60 შემთხვევა დაფიქსირდა.
„სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია გართულებულია. ყოველდღიურად იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 643 პირი რჩება თვითიზოლაციაში. ნაწილი კლინიკებში მკურნალობს, ნაწილი კოვიდსასტუმროებშია გადაყვანილი. მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ეპიდსიტუაცია არც ისე მარტივი რომ არ არის, ამაზე მეტყველებს, სამტრედიის 60 საწოლიანი კოვიდ საავადმყოფოს ორ საათში შევსება”,_ გვითხრა თევზაძემ.
ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრი კოვიდ საავადმყოფოდ გადაკეთდა.