ამ წუთებში ბახმაროში დასრულდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა 22 კმ-იანი მონაკვეთი, _ ამის შესახებ გურია ნიუსთან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
“ბახმაროში ჩარჩენილი მოქალაქეები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები”, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბახმაროს შესასვლელში მეწყერი ჩამოწვა. კურორტზე იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გზის გახსნას ელოდებიან.