„მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ, ინგლისური ფეხბურთის და კლუბების. მაგრამ ის ვინც დიდია, მტრის ბანაკშიც დიდად მოსჩანს. მე კიდევ მგონია, რომ მარადონაზე დიდი კაცი ბურთის მგორებელთა შორის არ ყოფილა – არც მტრის ბანაკში და არც მოყვრის. ბავშვობიდან ეგრე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, ფანჯიკიძის ,,მარადონა-რეი”, ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და მარადონა ერთი სიდიადით იყურებოდნენ. აკი, თქვა, ეგო, მაშინო, ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცს, ისე უცნაურად იცხოვრა, ალბათ სხვაგან გაამწესებენ, მაგრამ ასე მგონია, ღმერთმა იმ ხელზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოართვას ხელი“,_ ასე გამოეხმაურა მწერალი, პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მარადონას გარდაცვალებას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved