უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბომბარდირთა შორის “ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონია სამი გატანილი გოლით მესამე ადგილზე იმყოფება.
ბომბარდირთა შორის პირველ-მეორე ადგილს ოთხ-ოთხი გატანილი გოლით, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ნათია ფანცულაია, სერბ ვიოლეტა სლოვიჩთან ინაწილებს. ფანცულაია, უეფას ჩემპიონთა ლიგაში უკრაინული “ხარკოვის” გუნდს წარმოადგენს.