CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს დატოვებს ხუთშაბათს, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კოლეგია ხმას მისცემს ჯო ბაიდენს და აღნიშნა, რომ ის არ არის მზად აღიარებისთვის.
„ძალიან ძნელი იქნება ამის აღიარება, რადგან ვიცით, რომ მასიური თაღლითობები მოხდა”, – თქვა ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდება, საარჩევნო კოლეგია შეცდომას დაუშვებს.