დღეს, დილიდან გაზი არ მიეწდება მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
„გურია ნიუსის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხელი ხაზი არ გვპასუხობს. ავტომოპასუხე მუდმივად დაკავების რეჟიმშია ან დაცდას გვთხოვს.
ოზურგეთელი, რიგითი ოპერატორები ზოგად ინფორმაციას გვაწვდიან:„გვითხრეს, რომ მოხდა ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება და საღამომდე არ იქნება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“ – გვეუბებიან ისინი. აბონენტებს ჯერ არც ესემეს შეტყობინება მოსვლიათ, რაა გათიშვის მიზეზი და როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.