სოციალურ ქსელში ანსამბლ “უნისონის” ხელმძღვანელი ზურაბ ბაკურაძე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ “გორდელას” ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი; 1981–1990წწ. საქართველოს ტელერადიო გადაცემების “ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები” ავტორი და წამყვანი.
2013 წლის 11 ივნისს ფონდმა “ქართული გალობა” თემურ ქევხიშვილი “საუკუნის ხმად” აღიარა. ლოტბარი თემურ ქევხიშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მას მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია.