“სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტის ნაცვლად, შეზღუდული შესაძლებლობის საკრებულო მივიღეთ. და წლის დიპსაოცრება — გერმანიის ელჩი იმტკიცება ”ეს პრობლემა არ არისო”., _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა.
კემულარია გერმანიის ელჩს მიმართავს.
“და წლის დიპსაოცრება — გერმანიის ელჩი იმტკიცება ”ეს პრობლემა არ არისო”.
მსგავსი რომ გერმანიაში დაფიქსირებულიყო, ვეჭვობ, ბატონო ელჩო, ასეთივე მოსაზრება გამოგეთქვათ.
თქვენ კარგად ფლობთ რუსულ ენას, ოთხი წელი -2014-18, მოსკოვში მოღვაწეობდით. ანუ, კარგად იცით რა საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიად შეფუთული ავტორიტარიზმი.
ჩვენი კონსტიტუციის 38 მუხლი ადგენს :
”პარლამენტს სრული უფლებამოსილების თავის ორი მესამედი სჭირდება”.
ანუ, გარდა თანამდებობების და ფულების განაწილებისა, პარლამენტი რომ ვერც ერთ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხს ვერ განიხილავს, ეს არაფერია?
პრობლემა არ არის?
თუნდაც, ნატოში, ეუთოში, ევროპარლამენტში, კონგრესში და ჩვენი მომავლისთვის გა დამწყვეტ საერთაშორისო ორგანიზაციებში,დელეგაციებს ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე ,ეს ორგანიზაციები არ დაამტკიცებენ /მათი რეგლამენტის უპირობო მოთხოვნის შესაბამისად/ ,ესეც არ არის პრობლემა?
რევერანსების გარეშე,როგორც პოლიტიკოსი და სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი რუსეთში, მიუღებელი ჩარევის სახიფათო პრეცედენტად ვთვლი დიპლომატის მხარედ პოზიციონირებას ჩემი ქვეყნისთვის ასე მძიმე პოლიტიკური კრიზისის დროს. განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის და ბევრისთვის საქართველოში, რომ გერმანიის წარმომადგენელზეა ეს საუბარი, იმ გერმანიაზე, რომელმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ჩემს ქვეყანას, რასაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ.
ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება სიმართლე,რა მწარეც არ უნდა იყოს ის, _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი კოტე კემულარია.