სამუშაო დღე დილის 10:00 საათზე უფრო ადრე არ უნდა იწყებოდეს. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთა სამუშაო დღეც დილის 9:00 საათზე იწყებოდა ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სტუდენტები, თავიანთ საქმეზე მთლიანად ფოკუსირებას ახდენენ მხოლოდ მაშინ, როცა ლექციები 10:00 საათის შემდეგ ეწყებათ. იგივე აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანიებშიც – ადამიანები, რომლებიც მუშაობას იწყებდნენ 10:00 საათის შემდეგ, იყვნენ უფრო პროდუქტიულები.
„როცა ადამიანი მუშაობას 9:00 საათზე იწყებს, მის გონებას ამ დროს ჯერ კიდევ სძინავს“, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ კელი.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დილის 9:00 საათზე გონებას ისევ სძინავს და ადამიანი საქმეზე კონცენტრირებას ვერ ახდენს, ასევევ ეს ორგანიზმისთვის უკიდურესად საზიანოა, რადგანაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქოლოგიურ და ემოციურ სისტემაზე, ქვეითდება იმუნიტეტი.