სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ქართული ანდაზები გურულ დიალექტით, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
ერთი თხილის კეკალი, ცხრამა ძმამა, შუაზე გეიპწკვნა!
მუშაობა რომ ეზარება, იმფერი კაცის ბახჩაში, გლაა ბალახი ამევიდაო!
ქათამმა, წყალი მოყლუნწა და ცაისკენ ეიხედაო!
აბდალე,მუუშვი მის ნებაზე და თვითონ მეინჩქლოვს საცხა, კისერს.
თუ ისწავლი, ნათელში იქნები და თუ არ ისწავლი, ლუსკუმოში!
დოქი, წყალზე დეინჩქლოვაო!
დოქი, მიძღემში, წყალს, არ მუარბენიებს!
ყვავს რომ ნისკარტიდან კეკალი გამოტიკნო, იგიც კაია!
ერთმა ტყლაპოიანმა ღორმა, ასი ღორი დათითხნაო!
სწავლა ძირში, დურბელეა და ქლაწვერში ტკბილი!
მელიამ თქუა: აგი კუდი, ჩემი მოწმეაო!
თაგვმა ფხუკნა, ფხუკნა და კატა გამოფხუკნაო!
ძაღლი რომ არ იყო,იმ ქვეყანაში კატა ყეფდა!
ვინცხა იჩქარებს, იმას, დააგვიანდებაო!