ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სოფელ დვაბზუს მცხოვრები ქალია. ის ბათუმში, კოვიდკლინიკაში იყო სამკურნალოდ გადაყვანილი.
„ბოლო გარდაცვალება ეს არის ასაკოვანი ქალი, რომელიც გარდაიცვალა ბათუმშ, სამედიცინო ცენტრში. მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები და იყო კოვიდინფიცირებული“,_ გვითხრა სატელეფონო საუბრისას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.