ჩოხატაურში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოსახლეობის შუქის გარეშე დარჩენა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანებამ გამოიწვია.
“მთელ რიგ სოფლებში ელექტრო ენერგია არ არის. დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზები.
აბონენტების ნაწილს დღესვე აღუდგება დენის მიწოდება, ვისიც დღეს ვერ მოხერხდება ხვალ დასრულდება”, – ამბობენ მერიაში.