პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“.
რიგგარეშე სხდომაზე განხილულ ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უშუალოდ ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს.