ახალი წლის ღამეს დედამ შვილი მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა ბორჯომში მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკლელობას გულისხმობს.