როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ეპიდვითარების გარკვეული სტაბილიზაცია ნამდვილად ფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, გუშინ 18 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა და მხოლოდ 2 000 დადებითი პასუხი მივიღეთ. ესეც მიგვანიშნებს, რომ ვირუსის გავრცელება აშკარად შემცირებულია, თუმცა ყოველდღიურად 1500-2000 შემთხვევა მაინც ბევრია. როგორ გავატარეთ დღესასწაულები და ვიცავდით თუ არა რეგულაციებს, უფრო ზუსტად 12-14 იანვარს გამოჩნდება. ამ დღეებში დაფიქსირებული მიმართვიანობა და ინფიცირებულთა რიცხვი გვაჩვენებს, როგორი იქნება პროგნოზები“, – განაცხადა იმნაძემ.
წყარო:იმედინიუსი