გასული 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1408 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1307 ადამიანი, გარდაცვლილია 15. აქტიურია ინფიცირების 86 შემთხვევა.