„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია “ევროპელი სოციალისტები” ვართ.
სხვათაშორის შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაც.მოძრაობას “ევროპული საქართველო” გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”- განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ახალ პარტიასთან დაკავშირებით ფრიდონ ინჯიამ.