კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის დასკვნით, მესამე დღეს, ექვსი ქართველი ფალავნიდან ორმა შეძლო ფინალში გასვლა _ ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (-100) ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი, ტიტულოვანი პიტერ პალჩიკი დაამარცხა და ფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე ზემილ კოცოევს შეხვდება.
90 კილოში ასევე ფინალს იჭიდავებს ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც თურქი მიჰაელ ჟანკი დაამარცხა ნახევარ-ფინალში და ოქროსთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ნინდერლანდების წარმომადგენელ, ნოელ ვან ტენდს დაეჭიდება.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ლაშა ბექაურს, რომელმაც დასანანი მარცხი იწვნია მეოთხედფინალში, რუს მიხაილ იგოლკოვთან, არადა, ჩვენებური აშკარად უკეთეს ჭიდაობას აჩვენებდა.
ფინალური ბლოკ 18:00 საათიდან დაიწყება და მისი ყურება „სილქ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.





































































