ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის მცხოვრები მამუკა უნგიაძე ფეისბუქზე იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.
“წუხელის, ერთ უცხოურ სერიალში, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ერთი ქალი მოკლენ! გადეირია დედაჩემი, ისე ინერვიულა _ კაპლი კაღამ დაჭირდა! არც საჭმელი მაჭამა ნორმალურათ და არც წყალი არდამალევია! დამჭამა, დამღირღნა, დამტკვირა, დამღეჭა! დაღეჭილი ვარ ბატონო!
ამ დილასაც მასეა! ყავას სუამს და მეჯიჯღინება!
კეთილო ბიძიებო, დეიდებო, ვინცხამ იგი სერიალი გადეიღეთ, თქვენი კეთილი გულის ჭირიმე, გეხვეწებით, გააცოცხლეთ რამენაირათ იგი მოკლული ქალი! პაწე ხანი მაინც გააცოცხლეთ! ნუ დამტიებთ მშიერ–მწყურვალს! ნუ დეიდობთ ჩემს ცოდვას! მესამე ნაწილში მაინც გააცოცხლეთ! ოღონდ მაი ქალი გააცოცხლეთ და მაგიორი ჩემზე იყოს! მარტო ყავა დალია ამ დილა დედაჩემმა! გააცოცხლეთ მაი ქალი!“ _ წერს ფეისბუქზე მამუკა უნგიაძე.