“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიერ “ფორმულას” ეთერში გაკეთებული განცხადებით, ის რომ დღეს გიორგი რურუა გარეთ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც ელჩებიც მონაწილეობდნენ, შესრულდა.
“ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ”, – განაცხადა ელისაშვილმა, – “ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს”.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ოპოზიციის ბრალი, ელისაშვილმა განაცხადა:
“დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი”.