დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ცხრა ჩინური კომპანიას, მათ შორის ავიამშენებელ კომპანია Comac-ს და სმარტფონების მწარმოებელს Xiaomi-ს სასანქციები დაუწესა _ ამის შესახებ ინფორმაციას cnbc თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პენტაგონში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჩინელი სამხედროები ფლობენ ან აკონტროლებენ, დაწესებული სანქციები კი მკაცრს შეზღუდვებს, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების აკრძალვას, თვალისწინებს.
ამერიკელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება სასანქციო სიაში შეყვანილ კომპანიებში და 2021 წლის 11 ნოემბრამდე აღნიშნულ კომპანიებში არსებული აქტივების მოშორება მოეთხოვებათ.
Cnbc-ის ინფორმაციით, აშშ-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანია Xiaomi გამოეხმაურა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Xiaomi პროდუქტებსა და მომსახურებებს სამოქალაქო და კომერციული მიზნებისთვის უზრუნველყოფს.
„კომპანია ადასტურებს, რომ ჩინელი სამხედროები არ ფლობენ და არ აკონტროლებენ მას და ის არ არის „კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანია“, _ ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით უსიამოვნოა კომპანია Xiaomi-სთვის, რადგან მან ცოტა ხნის წინ სმარტფონების წარმოებით კომპანია Apple-ს გაუსწრო და მსოფლიოს სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ჰონგ-კონგში Xiaomi-ის აქციების ღირებულება 10%-ზე მეტით შემცირდა.