თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება – ამის შესახებ Anadolu წერს.
„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, თურქეთმა აზიიის ინიციატივა დაიწყო 2019 წელს აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მან ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების საკითხებს.
„პანდემიის პერიოდში, ჩვენ მხარს ვუჭერდით აზიის 33 ქვეყანას და შევიძინეთ ვაქცინაციის სამედიცინო აღჭურვილობა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.