კურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.