დღეს სტრასბურგის სასამართლომ საქართველო-რუსეთის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს.
“სტრასბურგში პროცესი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ მოიგო. ჩვენ გავიმარჯვეთ! კონკრეტული ადამიანების დამსახურებით და მათ შორის.
თინა ბურჯალიანი შენ იყავი ერთ-ერთი მთავარი. მადლობა!
ვუსამძიმრებ თეა წულუკიანს. ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა. ისევე როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამბობდა რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.
ვულოცავ ყველა ქართველს გამარჯვებას. ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ეს ქვეყანა უყვარს! მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ და პოლიტიკურ კუთვნილებას.
მიხეილ სააკაშვილი თქვენ განსაკუთრებით გილოცავთ”, _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.