„ოცნების“ ფაფხური, აქცენტი გადაეტანა ორიოდ საეჭვო ფიგურის “ბიძინამიტოვებულ” კრებასთან შეერთებაზე, საბოლოოდ ჩაფლავდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრმა კოტე კემულარიამ გააკეთა.
კემულარიას თქმით, „ოცნება“ ივანიშვილის გარეშე ცხოვრებას მნიშვნელოვანი ფიგურების გაქცევის მზარდი ტენდენციით ხვდება:
“ერთიანი ოპოზიციის ნება – კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ურყევია და რაც მთავარია, ის მთლიანად ემთხვევა ამომრჩევლის მოთხოვნას.
მითუმეტეს, რომ „ის აქ არის…” – ნელ-ნელა ქარწყლდება და „ოცნება“ ბიძინას გარეშე ცხოვრებას მნიშვნელოვანი ფიგურების გაქცევის მზარდი ტენდენციით ხვდება:
ჯერ უჩა მამაცაშვილი ცლის ოფისებს და ტოვებს ოჯახთან ერთად ქვეყანას.;
ლუკა კურტანიძე უბიძინოდ ვერ ძლებს და მიდის;
გამქრალია ოთარ ფარცხალაძე;
ნიშანდობლივია წულუკიანის განაცხადი – ახლა გაახსენდა, ხომ “რომ პოლიტიკოსი არ ვარო…“
ასე რომ, ოპოზიციის ერთობა მუშაობს.
რადგან სწორედ ოპოზიციის ერთობაა ბიძინას ასე სამარცხვინოდ გაქცევის ერთ ერთი მიზეზი.
ერთიან ოპოზიციაში მალე დასრულდება აქტიური კონსულტაციები.
ეს ერთობა აუცილებლად მოიტანს ახალ ნორმალურ არჩევნებს.
და ერთიანი ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რვა წლის განმავლობაში დაგროვილი მძიმე პრობლემების დაძლევაზე, _ განაცხადა კემულარიამ.