სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა იკლო. ამ განცხადების საფუძველს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრიდან მიღებული ყოველდღიური ინფორმაციები იძლევა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, იანვრის თვეში 313 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 3076 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 2570 გამოჯანმრთელებულია, 32 ადამიანი გარდაიცვალა, 152 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.