ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გუნდი ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევას იწყებს.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მოლაპარკებები ჯანმოსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, 13 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა და ორი კვირა კარანტინში გაატარა.
კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ კი მეცნიერები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას სამეცნიერო ინსტიტუტებიდან, საავადმყოფოებიდან და ზღვის პროდუქტების ბაზრიდან, რაც დაკავშირებულია ვირუსის საწყის აფეთქებასთან.
მათი კვლევა დაეყრდნობა ჩინეთის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებს.