მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ წესები დავიცვათ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.