შეზღუდვების ნაწილი დაგეგმილზე ადრე მოიხსნა, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის თარიღი კვლავ უცნობია.
„შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. გაზრდილი მობილობის, შემსუბუქებების შედეგებს შევაფასებთ. როგორც იცით, 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია სავაჭრო ქსელები, მაღაზიები. აჭარაში ასევე კიდევ უფრო მეტი შემსუბუქება იყო დაშვებული, სკოლებიც, გარდა სამი ქალაქისა, პირველი თებერვლიდან მუშაობდნენ. ეს დინამიკაც შეფასდება, ის დინამიკაც, რომელიც ტრანსპორტისა და სკოლების ყველგან ამოქმედებით გვექნება. 1 კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.