გუშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლის ორ მოსწავლეს კოვიდ 19 დაუდასტურდა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო ჯიბუტმა მიაწოდა.
“გუშინ სამრევლო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასურდა. სამრევლო სკოლამ შეწყვიტა ორი კვირით სწავლა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად იყენებს სკოლები იმ კოვიდრეგულაციებს, რაც ჯანდაცვამ მიაწოდა. აუცულებელია დავიცვათ ყველა მითითება, რომ გვყავდეს ნაკლები ინფიცირებული”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.