დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის V ტურის (გადადებული) მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
რაგბის ფედერაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ სპორტსმენებს საქართველოს რუკა აქვთ გამოსახული.
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
პირდაპირი ტრანსლიაცია ტელეკომპანია „იმედის“ და „რაგბი ტვ“-ის ეთერში გადაიცემა.