ნამახვანჰესის წინააღმდეგ ნამოხვანში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის მდინარე რიონის ხეობა დატოვოს კომპანიამ “ენკამ”.
აქციას გურიიდან ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი შეურთდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს სჭირდება თანადგომა და გვერდით დგომა.
“მთავარი არის, რომ დავიცვათ რიონის ხეობა _ არა ნამახვანჰესის მშენებლობას! ეს აქცია არის სამართლიანი და აქვს სამართლიანი მოთხოვნები. ყველას ვალია დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, რადგან, არ გავანადგუროთ ეკოლოგია, ბუნება“, – გვითხრა ირმა გორდელაძემ.