ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურიის გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლების მოლოდინშია.
ადასტურებს თუ არა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ ნასარაია,_ ამის დასადგენად გუბერნატორს დავუკავშირდით.
„რამდენი სისულელე გავრცელდება მედიაში, ყველაფერზე კომენტარი ვაკეთო? სისულელეა“,_ გვეუბნება გუბერნატორი.