Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი The Dailystar-ის ინფორმაციით აცხადებს, რომ მოსფლიო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კიდევ 2 კატასტროფის წინაშე დადგება.
“ერთი არის კლიმატის ცვლილება. ყოველწლიურად სიკვიდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე ეს ამ პანდემიაში გვქონდა”.
მეორე საფრთხედ კი გეითსმა ბიოტერორიზმი დაასახელა.
„ვისაც სურს ზიანის მიყენება, შეუძლია შექმნას ვირუსი. ამის გადატანის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივად გამოწვეული ეპიდემიების“.
ის აცხადებს, რომ არანაირად არ შეიძლება ადამიანებმა შეაჩერონ მომავალი პანდემიები, თუმცა მან დასძინა, რომ “ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მზადყოფნა“.
ცნობისთვის, 2015 წელს გეითსი აცხადებდამ რომ მსოფლიო მოუმზადებელი იყო შემდეგი ეპიდემიისთვის. დღეისთვის კორონავირუსით მილიონობით ადამიანია გარდაცვლილი.