ლევან კობერიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა. ეს ინფორმაცია „ლელოშიც“ დაადასტურეს, თუმცა, კომენტარი არ გააკეთეს.
ლევან კობერიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ლელოს სახელით.
კობერიძის ამ გადაწყვეტილებას ფეისბუქზე თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა: „მას შემდეგ, რაც ამისმა პარტიამ ლაკა (ელენე ხოშტარი) გადააგდო და ამის 8 პროცენტი ელენეს მოაკლო, რითაც ქოცი პირველ ადგილზე გაიყვანა, დაიხურა ქუდი და წავიდა“.