ხმაური იყო დღეს ქუთაისის მერიასთან. აქცია გამართეს გარემოვაჭრეებმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ყვავილებით ვაჭრობა აუკრძალა.
“ბაზრის ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, რადგანაც ყოჩივარდების გაყიდვით გადასახადს ვერ გადავიხდით”, _აცხადენენ აქციის მონაწილეები.
ისინი მერისაგან დახმარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.