განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო პირბადის ტარება.
მინისტრის თქმით, ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება.
„ეს დაიწყება უკვე ხვალიდან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.