რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია საშუალებაში გურიის გუბერნატორის წასვლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
ზურაბ ნასარაიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ „გურია ნიუსთან“ ბატონი ზურაბი აცხადებდა, რომ მსგავსი ინფორმაცია სისულელეა და მედიაში გავრცელებულ სულელურ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.
გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა და ნასარაიას პოსტზე გიორგი სახოკია ცვლის.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ, მიგვეღო პასუხი ნასარაიასგან კითხვაზე _ ტოვებს თუ არა თანამდებობას.
თუმცა, გუბერნატორმა გვითხრა რომ კომენტარს არ გააკეთებდა.
ვაკანტურია თუ არა გურიის გუბერნატორის პოსტი _ ამის გარკვევა პრემიერ-მინისტრის პრესამსახურთანაც ვცადეთ, მაგრამ პასუხის მიღების ნაცვლად გურიის გუბერნატორის პრესსმასახურთან გადაგვამისამართეს.
მედიაში გავრცელებულ არაოფოციალურ ინფორმაციას კი გურიის პრესსამსახურშიც უპასუხოდ ტოვებენ.