მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს.
“ასე რომ, დროზე შევიდეს, ვინც აპირებს და მორჩეს ეს ცირკი ერთხელ და საბოლოოდ, მითუმეტეს, რომ უმძიმესი გაზაფხული და კიდე უარესი ზაფხული გველის…
ან რა პირობებზე და ბარიერებზეა საუბარი?
„ოცნება“ აყალბებს არჩევნებს და ბარიერს რა მნიშვნელობა აქვს?!
მითუმეტეს, რომ დღეს, „ოცნებას“ ის მოცემულობა ნამდვილად აღარ აქვს, რაც ივანიშვილის პირობებში ჰქონდა, შესაბამისად, უკვე არც მათი გადმოსახედიდან განისაზღვრება რომელია დიდი პარტია და რომელი პატარა!
მოკლედ, ახლა რამის დათმობა ნიშნავს, რომ სწორედ „ოცნებას“ უპრავებ ყველანაირ გაყალბებას.
და ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს!” _ აცხადებს ჭიჭინაძე.