ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ–გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ფეისბუქზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი იური ლომაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„ევროპის ვიცე–ჩემპიონი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე, მისი ფეხბურთელი ძმა, ლაშა ლომაძე და ლომაძეების სამი ბიძაშვილი საპატიმროდან დღეს გაათავისუფლეს.
დაკავებულებს ამ ეტაპისათვის შინა პატიმრიბა მიესაჯათ.
ახალგაზრდა, წარმატებული მოჭიდავე, მისი ძმა და ბიძაშვილები 7 თვის წინ, ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
საქმე რეზონანსული იყო და იური ლომაძის, მისი ძმისა და ბიძაშვილების გათავისუფლების მოთხოვნით მთლიანად სპორტული სამყარო გაერთიანდა“.