ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 2950 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2735 ადამიანი, გარდაცვლილია 24.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კორონავირუსით ინფიცირების 191 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 34 სტაციონარში, 46 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 111 მკურნალობს.