ოზურგეთში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ერთ-ერთი მასწავლებელია.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირების შემთხვევის გამო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადავა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, ქვემო ნატანების სკოლაში ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის.
ქვემო ნატანების – XI და XII კლასები ონლაინსწავლებაზე სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გადავიდა.