პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
„საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ვაქცინა, რომლის მოწოდებაც დაიწყება უახლოეს კვირეებში და აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ გეგმის მიხედვით რომელიც დამტკიცებულია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე იყოს აცრილი. უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად აქვს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა“,_ განაცხადა გახარიამ.