ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის twitter-ის სტატუსი გააზიარა, სადაც დავით ზალკალიანი კონგრესმენებს მადლობას უხდის აშშ–ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენისთვის.
ადამ კინზინგერის თქმით, საქართველო თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – დაწერა ” twitter ” – კინზინგერმა.
დავით ზალკალიანი twitter-ზე წერს, რომ საქართველო მადლობელია აშშ–ისგან მხარდაჭერისთვის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულობის და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში.
“ეს ინიციატივა რუსეთის აგრესიის შეკავებაში დაგვეხმარება”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ.
ცნობისთვის, ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს.