რამდენიმე დღეა, ჩოხატაურში მუშაობას შეუდგა საქართველოს პარლამენტში გურიის დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიურო, სადაც ორი ადამიანი დასაქმდა. ბიუროს ჰყავს ხელმძღვანელი და სპეციალისტი.
დეპუტატის ბიუროს ჩოხატაურელი სოფიკო ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს. მას დამთავრებული აქვს ქართულ ევროპული უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი.
სოფიკო ჯინჭარაძე სხვადასხვა დროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.ასევე, მუშაობდა ტელეწამყვანად გურიის ტელევიზიაში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რამდენიმე კურსი.
რაც შეეხება დეპუტატის ბიუროს სპეციალისტს, გვანცა ცინცაძეს, იგი პროფესიით იურისტია. გვანცამ 2017 წელს დაამთავრა თსუ-ს სამართლის ფაკულტეტი. 2019 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა კერძო სამართლის მიმართულებით.