14 წლის მოსწავლე, რომელიც ოჯახს თხილის კრეფით არჩენდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ დააბულინგეს, უმძიმესი დანაშაული არ გამოიძიეს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
”ეს ბავშვი თხილის საკრეფად დადიოდა და ბაბუას აჭმევდა საჭმელს” – ამბობს ადგილობრივი.
გოგონას ბაბუა, რომელსაც შვილიშვილი არჩენდა, ამბობს, რომ ბავშვმა სუიციდით თავის დანაშაული გამოიყიდა.
“თავის დანაშაული გამოისყიდა ამით, რომ გააუპატიურეს”, – ამბობს 14 წლის მოზარდის ბაბუა.
“თვითონ გოგომ დარეკა მიშველეთ, ჩემზე ძალადობენო”, – ამბობენ მეზობლები.
წყარო: Newpost