ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 265 557 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 258 093 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 352 გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.